თურქეთი და საბერძნეთი ოფიციალურად შეუერთდებიან გერმანიის ეგიდით Sky Shield ერთობლივ ევროპულ საჰაერო თავდაცვის პროექტს.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
ევროპული ცის ფარის ინიციატივის წევრთა რაოდენობა 21-მდე ირზდება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხელმოწერის ცერემონია ხუთშაბათს იმართება. საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა.
პისტორიუსმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ხუთშაბათს გააფორმებს კონტრაქტს თავის სლოვენიელ კოლეგასთან IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად.
„ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია
- ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს