მიმდინარე წლიდან, აზერბაიჯანიდან პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, საავტომობილო გზით, საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (AYNA) განუცხადეს.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებთან ნებართვის ფორმები ორმხრივად უკვე გაცვალეს. ამრიგად, ქვეყნების რაოდენობამ, სადაც აზერბაიჯანი საერთაშორისო ტვირთებს გადაზიდავს საავტომობილო ტრანსპორტით, 50-ს მიაღწია.