ყაზახეთში აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელი KazAzot SC-ის მიერ წარმოებული ამონიუმის ნიტრატის პირველი პარტია, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) ფარგლებში, აზერბაიჯანში გაიგზავნა.
ტვირთი საზღვაო გზით მიემგზავრება ჰოვსანის პორტში (აზერბაიჯანი), შემდეგ კი, საქართველოს ბათუმი პორტის გავლით, ევროპისა და მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრებზე გავა. 3 ტონა პროდუქციის შემცველი პარტია, ყაზახეთის სატვირთო გემმა თურქესტანმა გადაზიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ყაზახეთი სულ მცირე 16 პარტიის გადაზიდვას გეგმავს.