აშშ-ის სახელმწიფო მდიავნმა ენტონი ბლინკენის განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე განაცხადა.
„ძალიან მალე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავია. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება,“ – განაცხადა ბლინკენმა.
რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.
„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.