ესტონეთის საგარეო მინისტრი: პუტინი მკვლელია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია და უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საბრძოლო მასალა.

„პუტინი მკვლელია. მან მოკლა ერთი ადამიანი, რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძოდა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ მკითხეს, რა არის ჩვენი პასუხი [ნავალნის სიკვდილზე], მაგრამ საუკეთესო პასუხი და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება ეს: ბოლომდე გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ჩვენ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური გზებით უნდა დავუჭიროთ მხარი.

ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას 1 მილიონი საბრძოლო საბრძოლო მასალა, რომელსაც ევროკავშირი მას ერთი წლის წინ მარტისთვის დაჰპირდა,“ - აღნიშნა მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე.


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა.

„მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.

ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.