აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის - მინისტრი

აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის.

„მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენი ემისიები მხოლოდ 0,1 პროცენტია. მაგრამ აზერბაიჯანმა დაიწყო საკმაოდ ინტენსიური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკის პროექტებში. ჩვენ ასევე დავიწყეთ ახალი დერეფნების შექმნა მწვანე ენერგიის სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ევროკავშირთან, აზერბაიჯანიდან, რეგიონიდან მწვანე ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა.


ჯერ კიდევ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ხიდის განვითარებას, რომელიც კავკასიას ევროპასთან დააკავშირებს.