თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ.
თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.