უკრაინელი მფრინავები აშშ-ში F-16-ებზე წვრთნებს ზაფხულისთვის დაასრულებენ

არიზონის ეროვნული გვარდიის ცნობით, პირველი ოთხი უკრაინელი მფრინავი ზაფხულისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნების დასრულებას გეგმავს, იტყობინება CNN.

პილოტებმა სწავლება ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყეს. პენტაგონმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის დასრულებას რამდენიმე თვე დასჭირდება.


არიზონის ეროვნული გვარდიის კაპიტანი ერინ ჰანიგანის, არიზონას ეროვნული გვარდიის სპიკერის, კაპიტანი ერინ ჰანიგანის თქმით, კიდევ ოთხი პილოტისაგან შემდგარმა მეორე ჯგუფმა სწავლება იანვარში დაიწყო, ხოლო მესამე ჯგუფი ამჟამად გადის ინგლისურენოვან ტრენინგს.

„მოსალოდნელია, რომ ყველა პილოტი ტრენინგს მაისიდან აგვისტომდე დაასრულებს,“ აღნიშნა ჰანიგანმა, თუმცა ზუსტი ვადები დამოკიდებულია პროგრამის პროგრესზე.