საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ რთულ დროს. მიწისძვრით დაზარელებულებზე ვფიქრობთ. ბერძენ ხალხს ამ განსაცდელის დროს სიმამაცესა და სიძლიერეს ვუსურვებთ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები საბერძნეთის მეზობელ ქვეყნებში - ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროშიც იგრძნობოდა.