რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისი პოსტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას X-ის გვერდზე გავრცელდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს.


„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება საკვანძო, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.