შვეიცარია აძლიერებს ძალისხმევას, რათა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა არ გამოიყენონ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის, იტყობინება Reuters 21 თებერვალს.
მიუხედავად მისი ხანგრძლივი ნეიტრალიტეტის პოლიტიკისა, ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი, კიევს ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება გაუწია.
შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა, რომ შეიქმნა საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქციების აღსრულებისა და შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით 230 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.
მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო ფუფუნების საქონლით ვაჭრობის დარღვევასთან ან პროდუქტებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის.