რუსეთი გავიდა 1956 წლის შეთანხმებიდან, რომელიც ცივი ომის გარდამტეხ მომენტში, ბრიტანეთთან გაფორმდა

რუსეთი გავიდა 1956 წლის შეთანხმებიდან, რომელიც ბრიტანეთთან საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააფორმა მიერ, რაც იმის დემონსტრეირებაა, თუ რამდენად ღრმაა უფსკრული რუსეთსა და დასავლეთს შორის, უკრაინის წინააღმდეგ ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.


1956 წლის შეთანხმებას, ლონდონში მოეწერა ხელი, ცივი ომის გარდამტეხ მომენტში: იმ წელს ხრუშჩოვმა დაგმო იოსებ სტალინი, შესთავაზა მშვიდობიანი თანაცხოვრება დასავლეთს და აპრილში ბრიტანეთსაც ეწვია.


როგორც Reuters-ი წერს, დღეს მოსკოვი მეტი სიხისტით გამოირჩევა. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს უწოდებს დამსხვრეულ იმპერიას, რომელსაც სურს რუსეთის განადგურება და მისი ბუნებრივი რესურსების მოპარვა. დასავლეთი პუტინს მკვლელად და რუსეთს მტრად მიიჩნევს.


თევზჭერის შესახებ 1956 წლის შეთანხმებამ ბრიტანელ მეთევზეებს, ბარენცის ზღვაში, კოლის ნახევარკუნძულის სანაპიროს მახლობლად თევზჭერისა და თავისუფალი ცურვის უფლებას აძლევდა.


„2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში, მოსკოვსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია,“ წერს Reuters-ი.


ცნობისათვის, დაწესებული სანქციების პასუხად, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის მიერ დიდ ბრიტანეთთან 1956 წელს დადებული თევზჭერის შეთანხმების გაუქმებას.