დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეოთხე ვიზიტით ჩავიდა.
„ლვოვში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად, პატივი მივაგეთ უკრაინის დაღუპული დამცველების ხსოვნას. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ გმირებს, რომლებიც იცავდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მომავალს. მარადიული დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისთვის!“ - წერს ზელენსკი
დანიის პრემიერის ბოლო ვიზიტი უკრაინაში, გასული წლის სექტემბერში შედგა, როდესაც ის ზელენსკის შეხვდა.
ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა დებს ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას მომდევნო 10 წლის განმავლობაში.