რომის პაპმა მორწმუნეებს სთხოვა, ერაყში მისი ვიზიტისათვის ილოცონ.
„ღვთის წყალობით, ზეგ გავემგზავრები ერაყში სამდღიანი ვიზიტით. დიდი ხანია, რაც მრავალტანჯულ ერაყელ ხალხთან შეხვედრა მსურს. მსურს, შევხვდე აბრაამის მიწაზე არსებულ მოწამეობრივ ეკლესიას. სხვა სასულიერო ლიდერებთან ერთად, გადავდგამთ წინ კიდევ ერთ ნაბიჯს მორწმუნეთა შორის ძმობის საქმეში.
გთხოვთ, ილოცოთ ჩემი სამოციქულო მოგზაურობის დროს, რათა ეს ვიზიტი იყოს საუკეთესო და გამოიღოს სასურველი ნაყოფი. ერაყელი ხალხი გველოდება, ის ელოდებოდა იოანე პავლე მეორესაც, რომელსაც აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, იმედი გავუცრუოთ ხალხს, როგორც ეს მაშინ მოხდა (ერაყის მთავრობის მხრიდან აკრძალვის გამო). ვილოცოთ, რომ ეს მოგზაურობა წარმატებული იყოს“, - აცხადებს რომის პაპი.
5-8 მარტს, რომის პაპი ფრანცისკე ერაყს ეწვევა.
პაპი თავდაპირველად ბაღდადში ჩაფრინდება, სადაც მას ერაყის პრემიერ-მინისტრი დახვდება. როგორც ცნობილია, პაპი ვიზიტისას ჯავშანტექნიკით გადაადგილდება და მასთან ერთად ვატიკანის ექთანიც იქნება.