იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში ჩავიდნენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში გვიან ღამით მეზობელი პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მოგვიანებით კიევიდან „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
უკრაინში 23 თებერვალს ჩავიდა დანიის პრემიერი.