„თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - რუსთავის ციხესთან აქციაა

'თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს" - რუსთავის ციხესთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციას ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.

აქციის მონაწილეებმა ის ზუსტად ის ადგილი შეარჩიეს, რომელი მხრიდანაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელას საკანი ყველაზე ახლოსაა.

აქციის მონაწილეები მელიას შეძახილებითა და საქართველოს ჰინით ამხნევებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისიდან "რუსთავის ციხემდე" ავტოკოლონებით მსვლელობა მოეწყო.