ყაზახეთი და პოლონეთი სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის, შუა დერეფნის როლზე ამახვილებენ ყურადღებას

ყაზახეთის ელჩი პოლონეთში ალიმ კირაბაევი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარეკ პრავდას შეხვდა. მხარეებმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის გამოყენების მნიშვნელობა) განიხილეს. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაფართოებისკენ თავიანთი ორმხრივი ვალდებულება დაადასტურეს.


„ყაზახეთსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიზნით, კირაბაევმა და პრავდამ ყურადღება გაამახვილეს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების მიმზიდველობაზე,“ - აცხადებენ სამინისტროში.


როგორც მარეკ პრავდამ აღნიშნა, ვარშავა ტრადიციულად განიხილავს ყაზახეთს, როგორც მის მნიშვნელოვან პარტნიორს ცენტრალურ აზიაში და მოწოდებულია, გააგრძელოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა ასტანასთან.