ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში საერთაშორისო სატრანზიტო კერად გარდაქმნას ცდილობს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა.
მან ეს განცხადება ტრანსპორტის სამინისტროში გაფართოებული საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერი რომან სკლიარი ხელმძღვანელობდა.
„დღეს მთავარი ამოცანაა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ყაზახეთის საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყნად გარდაქმნა. გასულ წელთან შედარებით, ამ დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა 65 პროცენტით გაიზარდა და 2,8 მილიონი ტონა შეადგინა. 2022 – 1,7 მლნ ტონა). კერძოდ, 2,5-ჯერ გაიზარდა ყაზახური პროდუქციის ექსპორტი TITR-ის საშუალებით,“ აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ექსპორტთან ერთად, იზრდება იმპორტის ტვირთბრუნვაც.
„ეს, თავის მხრივ, აჩვენებს ევროპული კომპანიების ინტერესს TITR-ის მარშრუტით. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან და კომპანიებთან ექსპორტის მოზიდვის მიზნით TITR მარშრუტზე, მათ შორის, ამ ტრანსპორტის სამთავრობო მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ,“აღნიშნა მინისტრმა.
შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე. ეს არის რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, რის გამოც ქვეყნები ალტერნატიულ გზებს ეძებენ.
-
კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი
-
ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი
-
ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა
-
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი