ევროკავშირმა მიანმარის განვითარების პროექტების მხარდაჭერა შეაჩერა, რადგან სამხედროებმა ფინანსური დახმარება აღარ მიიღონ, მას შემდეგ რაც მათ მიანმარის ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს. ამის შესახებ გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კომიტეტს აცნობა, რომ შეაჩეროს ყველა ის თანამშრომლობა, რომელიც სამხედრო ხელისუფლების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.
ევროკომისიამ, ევროკავშირის აღმასრულებელმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მან უკვე შეაჩერა საბიუჯეტო დახმარება, რაც გასულ წლებში 200 მილიონ ევროზე მეტს (240.7 მილიონ დოლარს) ითვალისწინებდა, ცალკეულ პროგრამებში.
ევროკავშირის გადაწყვეტილება მიანმარში პირველ თებერვალს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას უკავშირდება.