შეიქმნება კოალიცია უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.

„გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.


მან ასევე მოუწოდა ევროპელებს „მეტი აწარმოონ.“

„მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვაპირებთ ყველა ამ ძალისხმევის შეთავაზებას, რადგან ჩვენ გამოვკითხეთ მრავალი ევროპული და არაევროპული ქვეყანა, რომლებსაც საბრძოლო მასალა აქვთ,“ - აღნიშნა მაკრონმა.