ბაქოს პორტში ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ სს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის (BISTP) სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ საქართველოში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალისხმევა დაკავშირებულია შუა დერეფნის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გაფართოებასთან.
„შუა დერეფნის გასავითარებლად, ინფრასტრუქტურული საშუალებები უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენი კონტეინერის გადაზიდვის შესაძლებლობები გაიზრდება, რადგან თუ ინფრასტრუქტურა არასაკმარისია, მაშინ დიგიტალიზაცია და სხვა მიღწევები ჩინეთიდან მეტი ტვირთის მოზიდვას არ შეუწყობს ხელს,“ - დასძინა ჰასანლიმ.
ასევე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება.