მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას პროგნოზირებს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR, შუა დერეფანი) სარკინიგზო მიმოსვლის მთლიანი მოცულობა გაიზრდება, იუწყება აზერბაიჯანული მედი მსოფლიო ბანკის (WB) პროგნოზებზე დაყრდნობით.


მოსალოდნელია, რომ სარკინიგზო სეგმენტის გასწვრივ ტრანსპორტის მთლიანი მოცულობა 30 პროცენტით გაიზრდება. განმარტავენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები.

„TITR-ის ქვეყნებისთვის დერეფნის განვითარებას შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს უწყვეტი და საიმედო ლოგისტიკური ჯაჭვების უზრუნველსაყოფად, ასევე, ექსპორტის დივერსიფიკაციისა და სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარების სტიმულირებაში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკმა.


აღსანიშნავია, რომ TITR წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. გასულ წელს რკინიგზით შუა დერეფანში 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, 2024 წელს კი, ეს მაჩვენებელი ოთხ მილიონ ტონას მიაღწევს.