იტალიის სადაზვერვო სააგენტოებმა ოთხშაბათს პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში დაწერეს, რომ რუსეთი აწარმოებს „ჰიბრიდულ“ ომს იტალიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის, კიბერშეტევებისა და მიგრაციის ექსპლუატაციის გზით. ამის შესახებ ANSA იტყობინება.
„ეს ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის მომავალ არჩევნებზე ზემოქმედებისკენ,“ ნათქვამია ანგარიშში. „რუსეთი არის ყველაზე აქტიური მოთამაშე ჰიბრიდულ კამპანიებში იტალიისა და მთელი დასავლეთის საზიანოდ,“ - აცხადებენ დაზვერვის ანალიტიკოსები.
მინისტრთა კაბინეტის მდივანმა ალფრედო მანტოვანომ განმარტა, რომ რუსული დეზინფორმაციის ბოლო ეპიზოდი ფერმერების პროტესტი იყო.