2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა.

იანვარში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 1.4%-ით არის გაზრდილი. სექტორების მხრივ, იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.


კლების ტენდენცია დაფიქსირდა ვაჭრობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

2024 წელს საქართველოს მთავრობა ქვეყანაში 5.3%-იან ზრდას ელოდება, შესაბამისად იანვრის ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს აჭარბებს.