შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცამეტე პაკეტს. შვეიცარიის ხელისუფლებამ, გადაწყვეტილების თანახმად, სანქციების სიას დაამატა კიდევ 106 ფიზიკური და 88 იურიდიული პირი, რომლებიც, პირველ რიგში, რაკეტების, თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა სამხედრო საქონლის წარმოებაში არიან ჩართულები.
სიაში ასევე შედიან რუსული კომპანიები და პირები, რომლებიც მონაწილეობენ ჩრდილოეთ კორეიდან თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებაში, მოსამართლეები და საჯარო მოხელეები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან და უკრაინელი ბავშვების იძულებით გატაცებაში მონაწილეები.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციების მე-13 რაუნდი 23 თებერვალს მიიღეს.