შვეიცარიაში რეფერენდუმზე 58%-მა პენსიის გაზრდას დაუჭირა მხარი

შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე პენსიის გაზრდას დაუჭირეს მხარი, რაც პენსიონერებისთვის ყოველწლიურად დამატებით მე-13 თვის გადასახადის მიცემას გულისხმობს.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგების მიხედვით, ინიციატივის მომხრე ამომრჩეველთა 58% იყო, ხოლო მოწინააღმდეგე - 42%. ამას გარდა, შვეიცარიელებმა უარყვეს ცალკე წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის 65-დან 66-მდე გაზრდას გულისხმობდა. პენსიის გაზრდის წინადადება პროფკავშირებს ეკუთვნის, ხოლო მისი მოწინააღმდეგე შვეიცარიის მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნეს ლიდერების თქმით, ახალი კანონპროექტის დაფინანსების საშუალება სახელმწიფოს არ აქვს.


მაქსიმალური ყოველთვიური სახელმწიფო პენსია შვეიცარიაში €2 550-ს შეადგენს, მას არასაკმარისად მიიჩნევენ. შვეიცარია საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანაა. ნოემბრის თვის Economist Intelligence Unit-ის რეიტინგით, ციურიხი, სინგაპურთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი იყო.

გაზრდილ პენსიას შვეიცარიაში 2026 წლიდან მიიღებენ.