NATO-მ ჩრდილოეთ ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩრდილოეთ ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში NATO ატარებს წვრთნებს, რომელშიც 13 მოკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან: ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

NATO-ს ცნობით, წვრთნები 3 მარტს დაიწყო და ის 14 მარტამდე გაგრძელდება. Nordic Response 2024 არის Steadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილი, რომელიც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია.

ნორვეგიის ხელმძღვანელობით მიმდინარე სწავლებაში, (Nordic Response 2024) 4000-ზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მონაწილეობს, რაც ალიანსის ისტორიაში, საზღვარგარეთულ წვრთნებში ახლად გაწევრიანებული ქვეყნის ყველაზე დიდი წვლილია.