აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის გაერთიანებულ შტაბს შორის, აზერბაიჯან-პაკისტანის სამუშაო ჯგუფის დონეზე მე-10 შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე, სამხედრო განათლებისა და მეცნიერების, ოპერატიული დაგეგმვის, ერთობლივი წვრთნებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.