პოლიტიკა
ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და ისეთი ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც თავისი მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა.
ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ სომხეთი დასავლეთის მიმართულებით მიდის, რასაც მოსკოვი უპასუხებს.
„არ ვაპირებ ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს, თუმცა ეს არის ისეთი რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მთავრობის მიერ, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენდა რეგიონში, ასევე გვინახავს, რომ რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და მუქარის შემცველი ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა,“ აღნიშნა მილერმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აკვირდება სომხეთის ხელისუფლების განცხადებებს და გაითვალისწინებს მათ საკუთარი პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვისას.