აზერბაიჯანმა უკრაინას 2023 წელს $16 მილიონზე მეტის დახმარება გაუწია

2023 წელს აზერბაიჯანმა უკრაინას 28 მილიონი მანეთის (16,45 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მათ შორის, აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის.


აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობამ 57 მილიონ მანეთს (33,50 მილიონი დოლარი) გადააჭარბა. ამ დახმარებების დაახლოებით ნახევარი 2023 წელს განხორციელდა. 

2023 წლის ივლისში ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი.