ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6590 ლარი იყო.


რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8851 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8863 ლარს შეადგენდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.