საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩეხ კოლეგა პეტრ პაველთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვაზე ჩეხეთის ინიციატივა “უკიდურესად სასარგებლოა.“
„საბრძოლო მასალა ყველგან უნდა ვეძებოთ, სადაც ისინი ხელმისაწვდომია და თავსებადია აღჭურვილობასთან, რომელიც გადავეცით [უკრაინას],” - განაცხადა მაკრონმა.
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხსენებულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა თანხმობა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ბელგიამ აღნიშნული ინიციტიავისთვის 200 მილიონი ევრო გაიღო.