მედია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყება.
ბერძნული მედია წერს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.
უკრაინული წყაროები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
გაზეთი Proto Tema საბერძნეთის მთავრობის ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა. ვარაუდობენ, რომ შეტევა განხორციელდა მაშინ, როდესაც ზელენსკის კოლონა ბერძნული დელეგაციის გვერდით იმყოფებოდა. გამოცემა წერს, რომ ბერძნულ დელეგაციაში არავინ დაშავებულა.
ნოემბერში ზელენსკიმ ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს განუცხადა, რომ მის მკვლელობას „სულ მცირე ხუთჯერ ან ექვსჯერ“ ცდილობდნენ რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.
ცნობისთვის, კითხვას, გამოიყენებს თუ არა უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „მოკვლის შანსს“, ზელენსკიმ უპასუხა: „ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მიწა.“