უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ უკრაინა თავს არ დაიცავს, მაშინ არ გადარჩება და თუ უკრაინა არ გადარჩება, ომი უფრო შორს წავა, რადგან უკრაინას საქმე გვაქვს „არაადეკვატურ ადამიანთან.“
„ორი წელი საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს ომი გადარჩენისთვის ომია. და, თუ თავს არ დავიცავთ, მაშინ უკრაინა ვერ გადარჩება. ხოლო, თუ უკრაინა არ გადარჩება და არ გაუძლებს, მაშინ ომი გზას გააგრძელებს, ვინაიდან, სამხედრო საქმეები გვაქვს არაადეკვატურ ადამიანთან, რომელიც დასასრულს ვერ ხედავს და თავის სიკვდილამდე კრემლში იქნება,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქმე იმ საფრთხეშია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს მთელი ევროპისთვის და პარტნიორები არ უნდა დაიღალონ, არამედ, პირიქით, უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე ეს ომის პირველ წელს იყო.
„ხოლო ისინი, ვინც ძალიან იღლებიან - დაე, აქ ჩამოვიდნენ, ტაძარში შევიდნენ და ილოცონ, რომ ომი მათ სახელმწიფოებში არაა, დაე, უკრაინისთვის ილოცონ,” - განაცხადა ზელენსკიმ.