თურქეთმა სომალისთან ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შეთანხმება, მოიცავს სომალის სახმელეთო და საზღვაო ბლოკებში ნავთობის ძიებას, შეფასებას, განვითარებას და წარმოებას.
„ამ შეთანხმებით ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ აქტივობებს სომალელი ხალხისთვის სომალის რესურსების მიტანის მიზნით. ჩვენი მიზანია, ენერგეტიკის სფეროში ახალი თანამშრომლობით გავაძლიეროთ თურქეთის ყოფნა აფრიკის რქაში,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა.
„სომალის ოფშორულ საბადოებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიება, რომელიც ახლა უფრო ნავთობს ჰგავს, ძალიან მალე დაიწყება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენ გამოვავლინეთ. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ჩვენი სეისმური (საძიებო) ხომალდი იქ გავაგზავნოთ,“ - თქვა მინისტრმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. გარიგება მოიცავს სახმელეთო და საზღვაო პროექტებიდან ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებას, დისტრიბუციას, გადამუშავებას, გაყიდვასა და მომსახურებას.
თურქეთი ლიბიასთან თანამშრომლობითაც არი დაინტერესებული.
„ჩვენ გვაინტერესებს ოფშორული საბადო ლიბიაში, მაგრამ სომალის განსაკუთრებით განვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობა უახლოეს მომავალში სტამბოლში ბუნებრივი აირის სავაჭრო პლატფორმის გახსნას აპირებს. ეს ინიციატივა ენერგეტიკისა და კლიმატის ფორუმის დროს, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გაასაჯაროვა.
„გაზპრომთან თანამშრომლობით ჩვენ ვმუშაობთ სტამბოლის ფინანსური ცენტრისთვის გაზის სავაჭრო პლატფორმის შექმნაზე, რომელიც, ვფიქრობთ, მალე შეიძლება, დაიწყოს,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა.