შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (FIS) აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახური ყველაზე დიდ ჯაშუშურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ Swiss Info FIS-ის სპიკერის კომენტარზე დაყრდნობით წერს.
”შპიონაჟის ყველაზე დიდი საფრთხე მოდის რუსეთის სადაზვერვო სამსახურებზე,” - განუცხადა ფედერალური დაზვერვის სამსახურის (FIS) სპიკერმა სონია მარგელისტმა გაზეთ SonntagsZeitung-ს.
მისი თქმით, ონლაინ ჯაშუშობის გარდა, შვეიცარიაში ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური რესურსების გამოყენებაზე მოდის.
„ამ საქმიანობებისთვის განსაკუთრებით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები გამოიყენება,“ - განაცხადა მარგელისტმა.
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში აკრედიტებული რუსი დიპლომატების რაოდენობა (218) სტაბილური დარჩა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, FIS-ის ანგარიშის შეფასებით, ამ თანამშრომლების სულ მცირე მესამედი რუსეთის დაზვერვის სამსახურებში მუშაობს.