რუმინეთმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვანთათვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვას კრძალავს. ამის შესახებ Digi24 იუწყება.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
წესების დარღვევისთვის ეკონომიკურ ოპერატორებს 30 ათასი ლეის (6000 ევრო) ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია საქმიანობის იძულებითი შეჩერება. შ
ეგახსენებთ, რომ დანია ემზადება შეზღუდოს თინეიჯერებისთვის დაბალალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და მზარდი პოპულარობის გამო, საღეჭ თამბაქოზე ფასები გაზარდოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა წამოიწყო მკაცრი კამპანია ოქტომბერში, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს სიგარეტის გაყიდვას ყველასთვის, ვინც 2009 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ დაიბადა.