რუსეთი, ჩინეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების პრაქტიკული ნაწილი არაბეთის ზღვის ომანის ყურის წყლებში ჩატარდება.
უწყების განცხადებით, ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი - 2024“, სამხედრო ხომალდები და ავიაცია ჩაერთვება და მის მიზანს საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების შემუშავება წარმოადგენს.
პაკისტანის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ომანის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობას დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.