შვეიცარიამ ანტირუსული სანქციების დარღვევისთვის, სისხლის სამართლის საქმე პირველად აღძრა

შვეიცარიის ეკონომიკური საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) შვეიცარიული კომპანიების უცხოური შვილობილი კომპანიების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო დარღვევის რამდენიმე შემთხვევას იძიებს, იტყობინება Financial Times-ი.

ორი მათგანისთვის SECO-მ გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა.

„ფედერალურმა პროკურორებმა მიიღეს ერთი საქმე და ხოლო მეორეზე უარი თქვეს,” - განუცხადა გაზეთს პროკურორის სპიკერმა ლინდა ფონ ბურგმა.


ზოგადად, შვეიცარიული კომპანიების უცხოური შვილობილი კომპანიები იურიდიულად დამოუკიდებელნი არიან და შესაძლოა, არ დაემორჩილონ ბერნის სანქციებს. თუმცა, ხელისუფლებამ შეიძლება, მიიჩნიოს, რომ უცხოური შვილობილი კომპანიები არღვევენ შემაკავებელ ზომებს, თუ მათსა და მფლობელ კომპანიებს შორის კავშირი გამოვლინდება. მაგალითად, იგულისხმება სანქცირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული გადახდები.


იურიდიული ფირმა Eversheds Sutherland-ის პარტნიორმა პატრიკ ებერჰარდტმა სისხლის სამართლის საქმის გახსნის გადაწყვეტილებას შვეიცარიის სანქციების განხორციელებაში „გარდამტეხი წერტილი“ უწოდა: „პირველ რიგში, შვეიცარიის ხელისუფლება სიგნალს აძლევს ბაზარს, რომ არ მოითმენს სანქციების გვერდის ავლას.“