დანია თავდაცვის ხარჯებს $6 მილიარდით გაზრდის და სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს

დანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯების 6 მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევას დაიწყებს. შეიარაღებული ძალების ზომა 2026 წლიდან ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევით გაიზრდება, რაც ასევე შეესაბამება ქვეყნის გენდერული თანასწორობის ღირებულებებს, ამჟამად, ქალებს არმიაში გაწევრიანება ნებაყოფლობით შეუძლიათ.


სკანდინავიური ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დონორად იქცა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები რამდენიმე ნაბიჯით გაზარდა.ახალი ბიუჯეტი ნიშნავს, რომ დანია წელს თავდაცვაზე თავისი მშპ-ს 2.4%-ს დახარჯავს, უკრაინის დახმარების ჩათვლით, ხოლო მომავალი წლიდან 2%-ს - შემოწირულობების გარეშე,“ აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა.


2023 წლის მონაცემებით, ქალების წილი, რომლებიც ნებაყოფლობით მსახურობდნენ არმიაში, 25%-ს შეადგენდა. სამხედრო სამსახურის ვადის 4-დან 11 თვემდე გაზრდა იგეგმება. წვევამდელთა წლიური რაოდენობა 5 ათას კაცამდე გაიზრდება.