დიდი ბრიტანეთი ექსტრემიზმის განმარტებას ცვლის

ებრაელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ დანაშაულის გავრცელების საპასუხოდ, ბრიტანეთმა ექსტრემიზმის ახალი დეფინიცია გამოაქვეყნა, თუმცა კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ცვლილება სიტყვის თავისუფლების შელახვის რისკებს ქმნის. ახალ განმარტებაში ნათქვამია, რომ ექსტრემიზმი არის ძალადობაზე, სიძულვილზე ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული იდეოლოგიის წახალისება, რომელიც მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებას.

„დღევანდელი ზომები უზრუნველყოფს, რომ მთავრობამ გაუფრთხილებლობით არ მისცეს პლატფორმა მათ, ვინც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და უარყოფს სხვების ფუნდამენტურ უფლებებს," - განაცხადა თემების მინისტრმა მაიკლ გოუვმა, რომელიც ექსტრემიზმის ახალი განმარტების შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობს.


მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობდა, რომ ბრიტანეთის მულტიეთნიკურ დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან ორივე, ისლამისტური და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები და ბევრია გასაკეთებელი ამ გამოწვევის დასაძლევად. 

როგორც Reuters-ი წერს, 2023 წელს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ანტისემიტური ინციდენტები 147%-ით, ხოლო ანტიმუსლიმური ინციდენტები 335%-ით გაიზარდა.