რუსეთის - აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ” დაიწყო.
ნოვოსიბირსკის საარჩევნო უბნებზე რიგები უკვე გაჩნდა.
ჩიტაში, საარჩევნო უბნების წინ გაძლიერებულია პოლიციის მეთვალყურეობა.
რადიო თავისუფლების ცნობით, "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" - კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებს, 12 საათამდე გამოვიდნენ საარჩევნო უბნებზე. ყველა, ვინც არ ეთანხმება კრემლის პოლიტიკას, ამ გზით შეძლებს შეხვდეს თანამოაზრეებს და დაინახოს, რომ ისინი მარტო არ არიან.
იდეა სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს „იაბლოკოდან“ მაქსიმ რეზნიკს ეკუთვნის.
მას მხარს მრავალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის, ალექსეი ნავალნიც უჭერდა მხარს.
17 მარტი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მესამე და ბოლო დღეა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები არჩევნებს არათავისუფალ და არაკონკურენტულად აფასებენ. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობის უფლება არცერთ რეალურ ოპოზიციურ კანდიდატს არ მიეცა.
კენჭისყრის პირველ დღეს, 15 მარტს, ამომრჩეველთა აქტივობამ 38%-ს გადააჭარბა, მეორე დღეს - 58%-ს. იყო საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების და ბიულეტენების დაზიანების მცდელობები, როდესაც საარჩევნო ყუთები მელნით და მწვანე საღებავით შეღებეს.