საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში უკრაინის ავტობუსის ავარიის თემას Twitter-ზე ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"ძალიან ვწუხვარ უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ავტობუსის ავარიის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და იმ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პოლონეთში უკრაინის ავტობუსის ავარიისას 6 ადამიანი დაუღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.