ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში. ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.