დუდა: რუსეთი NATO-ს შესაძლოა, 2026-2027 წლებშის დაესხას თავს

რუსეთმა NATO-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს, წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შემაკავებელი მექანიზმი შექმნან. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინი აორმაგებს ომის ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს ნატო-ზე თავდასხმის მიზნით, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს.


„განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპული უსაფრთხოება, მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ, რომ შეჭრა არ მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. მიზანი ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენზე თავდასხმა არ მოხდეს,“ - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ მან, 2026 წლიდან, შესაძლოა, NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელება.


რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს.


მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს.


რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც.

„ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს.

„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.