ათწლეულების განმავლობაში NATO-ს უდიდეს წვრთნებში - Steadfast Defender 2024 დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნები მომავალ კვირას და მაისამდე გაგრძელდება.
„ალიანსი გამოავლენს თავის უნარს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით,“ - განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ.
ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს.