უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, რადგან უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ კიევს მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

„დიდი დანაკარგების მიუხედავად, პრეზიდენტი პუტინითავის საომარ მიზნებზე უარს არ ამბობს. ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება. ასე რომ, უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. და მათ ეს ახლა სჭირდებათ,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა სლოვენიის პრემიერთან შეხვედრაზე.


სტოლტენბერგის მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდაჭერაა.

„ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი, ხანგრძლივი გადაწყვეტა გვსურს, მაშინ ამის მიღწევის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.