ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება უკრაინის ცაზე F-16-ის გამანადგურებლების უსწრაფესად უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების მე-16 ყოველწლიურ ფორუმზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე საჭირო იქნება.
„წელს ნიდერლანდები კიდევ 2 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა რუტემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ ნიდერლანდებმა 250 მილიონი ევრო გამოუყო კიევს ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივის ფარგლებში, საარტილერიო ჭურვების შესაძენად.
„და ეს არ იქნება ჩვენი ბოლო წვლილი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ F-16-ებმა უკრაინის ცაში რაც შეიძლება მალე იფრინონ," - აღნიშნა რუტემ.
მანვე განმარტა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის დასრულების შემდეგ პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის აღდგენის საკითხი და რომ 2 აპრილს ნიდერლანდები, როგორც თანაორგანიზატორები, უმასპინძლებს კონფერენციას „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის.“