რუსული ტელევიზია ავრცელებს ყალბ ვიდეოს, რომლითაც მოსკოვთან მომხდარ თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებენ - BBC

რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა არხმა NTV-მ გაავრცელა ყალბი ვიდეო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოჩანაწერის თანახმად, „უკრაინელი უშიშროების მაღალჩინოსანი“ ცდილობს, გუშინდელი თავდასხმა უკრაინას დააბრალოს.


ვიდეოში, რომელიც ასევე ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, უკრაინის უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირი ოლექსი დანილოვი ამბობს: "დღეს მოსკოვში ხალისია. ვფიქრობ, რომ ძალიან სახალისოა. მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ მოვაწყობთ ასეთ გართობას უფრო ხშირად."


თუმცა, BBC-მ დაადგინა, რომ ვიდეო არის გასულ კვირაში გამოქვეყნებული ორი ინტერვიუს კომპოზიცია. ექსპერტის აზრით, დანილოვის ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის ექსპერტი სემ გრეგორი BBC Verify-სთან ამბობს, რომ NTV-ის ეთერში გაშვებული ვიდეო,როგორ ჩანს, "დიფფეიკი" იყო.


ბოლო მონაცემებით, მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება. უწყებაში განმარტავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.