აშშ-ის სენატმა კოვიდპანდემიის პირობებში ეკონომიკის დახმარების გეგმა დაამტკიცა

სენატმა აშშ-ის ეკონომიკისთვის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. თანხის საერთო რაოდენობა 1,9 ტრილიონი დოლარია, დახმარება მწარმოებლებს და ვაქცინების დისტრიბუტორებს გამოეყოფათ. კანონპროექტს მხარი 100-დან 50-მა სენატორმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილე არც ერთმა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი გეგმას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელთა 85 პროცენტი მიიღებს ერთჯერად დახმარებას. ოჯახები, რომლებსაც ორი ბავშვი ჰყავთ და წლიურად 100 დოლარს გამოიმუშავებენ, 5600 დოლარს მიიღებენ. საერთო თანხამ, რომელიც ვაშინგტონმა ეკონომიკური სტიმულირებისთვის გამოყო, 6 ტრილიონ დოლარი შეადგინა.